14 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის „იარე, ლიზა“-ს შიდა ჩვენება გაიმართა.
ჩვენებას, ფილმის ავტორებთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი კახაბერ კორძაია, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ, რექტორის მრჩეველმა გიორგი ფარეშიშვილმა, მულტიმედია ცენტრის პროდიუსერმა რუსუდან კვარაცხელიამ, მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ გურამ ოდიშარიამ, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა და კანცლერის მრჩეველმა ნინო ჭალაგანიძემ.
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი ქალია, რომელიც 25 წლის წინ აფხაზეთის ომში რეპორტიორად მუშაობდა. სცენარს საფუძვლად უდევს მისი თანაავტორის – ლია ტოკლიკიშვილის პროფესიული გამოცდილება. ფილმში მთავარ როლებს ეკატერინე ტოგონიძე და ნინა ერაძე ასრულებენ.
„იარე, ლიზა“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს. ის საქართველო-ბულგარეთის კოპროდუქციაა. ფილმში ჩართულია 2D ანიმაციის ფრაგმენტები, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა. ინტერაქტიურ ფორმატში დამსწრე აუდიტორიას ფილმის ავტორებისთვის კითხვის დასმისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება