7 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებით, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (8 მარტი), გაიმართა ქვიზ- ვიქტორინა „ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“, რომელიც სრულად მიეძღვნა ქალთა თემატიკას.
თამაში ოთხი ეტაპისგან შედგებოდა: „რა? სად? როდის? რაუნდი“; „სხარტულა რაუნდი“; „ფოტორაუნდი“; „მუსიკალური რაუნდი“.
ინტელექტკლუბის ინიციატივით, თამაშის დაწყებამდე ყველა მონაწილე გოგონა დასაჩუქრდა ყვავილებითა და სხვა სუვენირული პრიზებით.
ოთხრაუნდიანი თამაშის შემდეგ საპრიზო სამეული შემდეგნაირად გამოიკვეთა:
1-ლი ადგილი - ნანო გელანტია (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
მე-2/3 ადგილი, თანაბარი ქულებით - გიორგი ლომუაშვილი (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი); ილია ბატიაშვილი (ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი).
გამარჯვებულები წიგნებით, სერთიფიკატებით, მედლებითა და სხვადასხვა სუვენირული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება