25 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ონლაინ საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტები“.
შეხვედრას უძღვებოდა ქეთევან კუკავა - საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების მაგისტრი, 2018-2022 წლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი.
ლექციის ფარგლებში, მომხსენებელმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
პერსონალური მონაცემების არსი და მის როლი ადამიანების ცხოვრებაში;
ევროკავშირის სამართლებრივი ინსტრუმენტები;
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები;
GDPR-ით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრაზე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, სპიკერისთვის მათთვის საინტერესო შეკითხვებით მიემართათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება