3 აპრილს ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიამ ქართულ დელეგაციას უმასპინძლა პროექტის „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.
ქართველმა მეცნიერებმა ბულგარელი კოლეგებისთვის საჯარო ლექციები წაიკითხეს ქართული ლიტერატურის შესახებ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ირმა რატიანი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო მინდიაშვილი, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი გაგა ლომიძე.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება