3 ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საქართველოს დიპლომატიის უახლესი ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან“.
ონლაინ ფორმატში დიპლომატიით დაინტერესებულ აუდიტორიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქალაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, ელჩი მიხელ უკლება შეხვდა.
სტუმარმა ლექციის ფარგლებში მიმოიხილა საქართველოს დიპლომატიური საქმიანობის მნიშვნელოვანი მომენტები, არსებული გამოწვევები და ურთიერთობების სპეციფიკა სხვადასხვა ქვეყნებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი წლებიდან დღემდე.
ცნობისთვის, 3 ნოემბერი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
საჯარო ლექცია CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება