7 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტს კომპანია „ქართული ღვინის სახლის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე „ქართული ღვინის სახლის“ მთავარმა მეღვინემ, ვალერიან ვარდოსანიძემ, წაიკითხა ლექცია თემაზე - „ქართული მეღვინეობა და მისი ტრენდები“, ხოლო „ქართული ღვინის სახლის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირმა ალექსიძემ, თემაზე - „ღვინის მარკეტინგი თანამედროვე სამყაროში“.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამისა“ და „ქართული ღვინის სახლის“ წარმოებული ღვინოების დეგუსტაცია.
საჯარო ლექციას CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება