21 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე საპატიო სტუმრების/სპიკერების სახით მოწვეულნი იყვნენ: ნინო ნადირაძე (TV იმედი); ნინო დალაქიშვილი (ამერიკის ხმა) და თეიკო ანჯაფარიძე (რადიო იმედი).
სტუმრებმა პროფესიული დღე მიულოცეს და სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრაზე ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა კონკურსის - "საუკეთესო ჟურნალისტური სიუჟეტის" ფარგლებში, წარმოადგინეს სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული სიუჟეტები.
კონკურსში მონაწილეობდნენ: თამარ ოყუჯავა, გიორგი ფანცულაია, ლილე სვანაძე, მარიამ ვეკუა, გიორგი ჩანგელია, ირაკლი შარია და მარიამ მერაბიშვილი.
შეხვედრის ბოლოს, სტუდენტები სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.
ღონისძიება CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება