4 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის „კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო ინსტიტუტის“ ორგანიზებით, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: "სამართლიანობა როგორც სამართლის პრინციპი".
„სტუდენტებთან შეხვედრაზე შევეცადეთ სამართლიანობის რამდენიმე ძირითადი თეორიის მაგალითზე, პრაქტიკული შემთხვევები გაგვეანალიზებინა. ჩემი მიზანი იყო დაგვენახა, თუ რამდენად რთული და პრობლემატურია, თუნდაც ბანალურ და მარტივ სიტუაციებში, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. ერთადერთი და სამართლიანი გადაწყვეტილება არ არსებობს, არსებობს ერთდროულად რამდენიმე სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელთა შორის იურისტებს ყოველთვის უწევთ ერთ-ერთის არჩევა. ყველაფერი დამოკიდებულია არგუმენტაციაზე, რომელსაც იურისტი მიმართავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს არგუმენტაცია იყოს მაქსიმალურად დამაჯერებელი, რომ მხარეებმა მიიღონ და აღიარონ ის, არა როგორც ერთადერთი სწორი და სამართლიანი, არამედ - ყველაზე სამართლიანი. ამიტომ არის საყურადღებო იურიდიული განათლების პროცესში არგუმენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება და ასევე, აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანობის თეორიის საფუძვლების არა მხოლოდ ცოდნა, არამედ მისი გამოყენება რეალურ ცხოვრებაში“, - განაცხადა გიორგი ხუბუამ.
საჯარო ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტრეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ გახსნა, ლექციამ კი ინტერაქციული ფორმატით ჩაიარა, სადაც სტუდენტები დარგობრივი საკითხებით დაინტერესდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება