29-31 მაისს, Erasmus+ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის (ქ. პოზნანი, პოლონეთი) ასისტენტ-პროფესორი კატაჟინა იედრაშჩიკი, რომელსაც CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა.
კატაჟინა იედრაშჩიკმა სტუდენტებისთვის ჩაატარა ვორქშოპი თემაზე: „პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები - ისტორია და პოლიტიკა“.
ვორქშოპის დაწყებამდე სტუმარსა და აუდიტორიას მიესალმა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ტაბატაძე, შეხვედრის შემდეგ კი კატაჟინა იედრაშჩიკიმ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმარმა მოინახულა CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი, სადაც გაეცნო ქართული ღვინის რვაათასწლოვან ისტორიას, ამ კუთხით არსებულ მდიდარ გამოცდილებასა და უნივერსიტეტის საქმიანობას აღნიშნული უნიკალური კულტურის შენარჩუნების საკითხში, ასევე, სტუმარმა მოინახულა ფაკულტეტის ბაზაზე არსებული ლაბორატორიები და უნიკალური მარანი.
ვორქშოპი დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება