17-30 ივლისს პოლონეთის ქალაქ ლოძში, სპორტის 19 სახეობაში, 2022 წლის ევროპული საუნივერსიტეტო თამაშები იმართება.
ფუტსალში საქართველოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი წარმოადგენს, რომელმაც პირველ შეხვედრაში ნორვეგიის ეკონომიკის სკოლის გუნდი 12:0 დაამარცხა.
ტურნირის საწყის ეტაპზე (Preliminary round) სულ ოთხი ჯგუფია, თითოეული ჯგუფიდან კი ორი საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან აგრძელებს.
ჩვენი გუნდი D ჯგუფში ასპარეზობს. 18 ივლისს CIU ლაპეენრანტას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (ფინეთი), 19 ივლისს მარიბორის უნივერსიტეტს (სლოვენია), 20 ივლისს კი ლოზანას უნივერსიტეტს (შვეიცარია) დაუპირისპირდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს წარმომადგენლებს ევროპის უნივერსიადაზე!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება