28 ივნისს პოლიტიკური განათლების საზაფხულო სკოლის მეორე დღე ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორის, CIU-ს ასოცირებული პროფესორის, პეტრე მამრაძის ლექციით დაიწყო თემაზე: „მე-20 საუკუნის 90-იანი წლების პოლიტიკური მიმოხილვა“.
დღის მეორე ნახევარი CIU-ს ასოცირებული პროფესორის, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, ნიკა ჩიტაძის ლექციას დაეთმო თემაზე: „საქართველოს საერთაშორისო გამოწვევები ენერგოუსაფრთხოებაში“.
სპიკერთა მხრიდან საკითხთა ფართო სპექტრის მიმოხილვამ მსმენელთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რომელიც აქტიური დისკუსიითა და კითხვა-პასუხის ფორმატით ხასიათდებოდა.
პოლიტიკური განათლების საზაფხულო სკოლაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 40-მდე მსმენელი იღებს მონაწილეობას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება