30 ივნისს პოლიტიკური განათლების საზაფხულო სკოლის მეოთხე დღე პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის, ასისტენტ პროფესორის, თამარ ჩიბურდანიძის ლექციით დაიწყო, რომელიც პოლიტიკურ იმიჯოლოგიას, პოლიტიკურ ტექნოლოგიებსა და ადამიანებთან კომუნიკაციის მეთოდებს ეხებოდა.
დღის მეორე ნახევარი პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის, ასოცირებული პროფესორის, ალიკა გუჩუას ლექციას დაეთმო, რომელმაც ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოების კლასიფიკაცია, ასევე სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკა და გამოწვევები მიმოიხილა.
აღსანიშნავია, რომ სალექციო პროცესი თეორიულ ნაწილთან ერთად, აქტიური პრაქტიკული დავალებებითა და შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული.
ცნობისთვის, პოლიტიკური განათლების საზაფხულო სკოლაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 40-მდე მსმენელი იღებს მონაწილეობას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება