1 ივლისს პოლიტიკური განათლების საზაფხულო სკოლის დასკვნითი დღე CIU-ს რექტორის მრჩევლის, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტის, გიორგი ფარეშიშვილის ლექციას დაეთმო თემაზე: „რელიგიების გავლენა პოლიტიკურ აქტორებზე“.
ლექციამ ინტერაქციული ფორმატით ჩაიარა, სადაც სკოლის მსმენელებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და დისკუსიაში მიეღოთ მონაწილეობა.
ლექციის დაწყებამდე სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია მიესალმა. მან სიტყვით გამოსვლისას პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აქტიური ჩართულობისთვის მსმენელებს მადლობა გადაუხადა.
დასასრულს ყველა მონაწილეს საჩუქრად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნები გადაეცათ: „ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები“ (ავტორები: ვახტანგ მაისაია, ალიკა გუჩუა) და „ციფრული ტექნოლოგიების საუკუნე და კიბერუსაფრთხოების თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური გამოწვევები“ (ავტორი: თორნიკე ზედელაშვილი).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება