კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას პოლიტიკური განათლების საზაფხულო სკოლაში.
პროექტის მიზანია, მსმენელებმა სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან მიიღონ ცოდნა საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკური პროცესების, გეოპოლიტიკის, დიპლომატიის, კონფლიქტებისა და მათი გადაჭრის გზების, ასევე პოლიტიკური კულტურისა და იმიჯის შესახებ.
პროექტი სალექციო კურსთან ერთად ითვალისწინებს გასვლით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას.
8 სალექციო კურსიდან, მინიმუმ 6-ზე დასწრების შემთხვევაში, სკოლის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე (მოცულობა: 150-300 სიტყვა).
პროექტი გათვალისწინებულია ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტისთვის.
სკოლის ფარგლებში, ლექციები და ვორქშოპები გაიმართება დასწრებული ფორმატით (მის: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ჩარგლის ქ. 73, აუდიტორია 101)
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 23 ივნისის ჩათვლით: https://bit.ly/3NYbpxg
სკოლის განრიგი:
27 ივნისი
14:00 - პოლიტიკური განათლების საზაფხულო სკოლის გახსნა, მისალმება;
კახაბერ კორძაია - CIU-ს რექტორი, პროფესორი;
ალიკა გუჩუა - სკოლის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი;
ტექნიკური საკითხების გაცნობა;
14:30 - თამარ კიკნაძე - ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი;
თემა: „შესავალი პოლიტიკურ მეცნიერებებში“;
16:00 - ყავის შესვენება;
16:30 - ზაზა ცოტნიაშვილი - პროფესორი, სოცილური მეცნიერებების დოქტორი მედიის მიმართულებით;
თემა: „პოლიტიკური მოვლენების გაშუქება მედიაში“;
28 ივნისი
14:00 - პეტრე მამრაძე - ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა–მათემატიკის აკადემიური დოქტორი;
თემა: „მე-20 საუკუნის 90-იანი წლების პოლიტიკური მიმოხილვა“;
15:30 - ყავის შესვენება;
16:00 - ვახტანგ მაისაია - პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი;
თემა: „საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში“;
29 ივნისი
14:00 - ნიკა ჩიტაძე, ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი;
თემა: „საქართველოს საერთაშორისო გამოწვევები ენერგოუსაფრთხოებაში“;
15:30 - ყავის შესვენება;
16:00 - დავალება ჯგუფებში, პოლიტიკური კრიზისის მართვა - სიმულაციური მოდელირება;
30 ივნისი
14:00 - თამარ ჩიბურდანიძე - ასისტენტ პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი;
თემა: „პოლიტიკური იმიჯოლოგია“;
15.30 - ყავის შესვენება;
16.00 - დავალება ჯგუფებში, პრეზენტაცია ცნობილ პოლიტიკოსებზე;
1 ივლისი
14:00 - ალიკა გუჩუა, ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი;
თემა: „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკა და გამოწვევები“;
15:30 - ყავის შესვენება;
16:00 - გიორგი ფარეშიშვილი, CIU-ს რექტორის მრჩეველი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი;
თემა: „რელიგიების გავლენა პოლიტიკურ აქტორებზე“;
18:00 - პრეზენტაციები;
19:00 - სკოლის დახურვა;
3 ივლისი
გასვლითი ტური „ნიკო ნიკოლაძის გზა“ - თბილისი-ფოთი-დიდი ჯიხაიში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება