ძვირფასო პირველკურსელებო,
გილოცავთ სტუდენტობას და გელოდებით 12 სექტემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მის: ჩარგლის ქ. 73).
დღის განმავლობაში, გაიმართება შეხვედრა ფაკულტეტების ადმინისტრაციასთან, სადაც მიიღებთ ინფორმაციას სასწავლო პროცესის, სხვადასხვა აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ამავე დღეს ლექცია-სემინარებს დაესწრებით შესაბამისი ცხრილის მიხედვით, რომელიც ხელმისაწვდომია სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში - „გონი“.
პირველკურსელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტებისა და პროგრამების მიხედვით გაიმართება 11:00 სთ-ზე შემდეგ აუდიტორიებში:
♦ ქართული მევენახეობა-მეღვინეობა - I სართული, აუდიტორია 101;
♦ სამართალი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა;
♦ მედიცინა (ქართ. ინგ.), ფარმაცია, სტომატოლოგია - II სართული, აუდიტორია 202;
♦ ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები - III სართული, აუდიტორია 305;
♦ მენეჯმენტი - IV სართული, აუდიტორია 401;
♦ ტურიზმი - IV სართული, აუდიტორია 402;
♦ფინანსები, ბიზნესის ადმინისტრირება (ინგ.) - IV სართული, აუდიტორია 412.
წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება