პირველკურსელთა რეგისტრაცია
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის.
- სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა);
- სამართლის ფაკულტეტზე (სამართალმცოდნეობა);
- ბიზნესის ფაკულტეტზე (ფინანსები, მენეჯმენტი, ტურიზმი);
- მედიცინის ფაკულტეტზე (ფარმაცია, მედიცინა, სტომატოლოგია);
- მევენახეობა-მეღვინეობის ფაკლუტეტზე (ქართული მევენახეობა-მეღვინეობა).
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ჩარგლის ქუჩა N73 პირველ სართულზე, 101-ე აუდიტორიაში.
სწავლის დაწყების თარიღია 9 სექტემბერი.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი შემდეგი საბუთები:
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან.
სემესტრული საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისი, ვითიბი და ბაზის ბანკში ე.წ. კომუნალური გადახდის წესით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სტუდენტის პირადი ნომრის მითითებით. ასევე, შესაძლებელია TBC PAY-სა და საქართველოს ბანკის (Express Bank) გადახდის აპარატებით სარგებლობა.
სემესტრული გადასახადი შეადგენს:
- სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა) - 1250 ლარი;
- სამართლის ფაკულტეტი (სამართალმცოდნეობა) - 1250 ლარი;
- ბიზნესის ფაკულტეტი (ფინანსები, მენეჯმენტი, ტურიზმი) - 1250 ლარი;
- მედიცინის ფაკულტეტი (მედიცინა, სტომატოლოგია) - 1475 ლარი;
- მედიცინის ფაკულტეტი (ფარმაცია ) - 1125 ლარი;
- მედიცინის ფაკულტეტი (მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამა ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული პირებისათვის) - 2475 ლარი;
- მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი (ქართული მევენახეობა-მეღვინეობა) -1125 ლარი.
შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირველკურსელი, ვალდებულია რეგისტრაციის დროს გამოცხადდეს მშობელთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა.