13 თებერვალს, კსუ-ს უწყვეტი განათლების სამსახურისა და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის მიერ, თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში, მოსწავლეების, პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის განკუთვნილი სასწავლო კურსი - „პირველი დახმარება სასწავლო დაწესებულებებისთვის“ - ჩატარდა.
კურსის მსვლელობისას, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: პაციენტის შეფასება, გულის გაჩერება, სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ასევე ისეთ გადაუდებელ მდგომარეობებზე, როგორიცაა გულის წასვლა, ალერგია და კრუნჩხვა.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსი, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება