15 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, პაპუნა გურულის დისერტაციის დაცვა გაიმართა თემაზე: „დასჯადი პროვოკაციის სფერო“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია სამართლის დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე, ოფიციალური რეცენზენტები კი სამართლის დოქტორი, პროფესორი ნონა თოდუა და სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი ნადარეიშვილი.
სადისერტაციო ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პაპუნა გურულს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება