„ეს ჩვენი მეფე ერეკლე...“ - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კონკურსის ფინალური ეტაპი
6 და 7 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კონკურსის - „ეს ჩვენი მეფე ერეკლე...“ - ფინალური ეტაპი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
პროექტი, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობას საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები იღებდნენ (პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, მარინა უგულავა).
კონკურსში მონაწილეები 3 სექციაში გადანაწილდნენ - ჟურნალისტიკა, ტურიზმი და ესსეისტიკა.
6 მარტს პირველი სესია ჟურნალისტიკის სექციას დაეთმო. აქ მოსწავლეებს მეფე ერეკლეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სიუჟეტები უნდა წარმოედგინათ, საიდანაც ჟიურიმ საუკეთესო ნაშრომები შეარჩია.
სექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, რომელმაც კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თითოულ მონაწილეს წარმატებები უსურვა.
ფინალურ ეტაპზე გადასულ 32 ნაშრომს შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 ადგილი - ეკატერინე ლაცაბიძე, ლიკა ბლიაძე (ხაშური, დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა);
2 ადგილი - ნინი კოღოშვილი (ჩხოროწყუ, ახუთის N1 საჯარო სკოლა);
3 ადგილი - ნინო ხიდაშელი (თბილისი, N191 საჯარო სკოლა).
ჟიურის სიმპათიები:
ჟიურის შემადგენლობა: რუსუდან კვარაცხელია, კსუ-ს მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი, ასოცირებული პროფესორი; სულხან მელაძე, კსუ-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი; ზაზა ცოტნიაშვილი - კსუ-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი.
დღის მეორე სესია ტურიზმის სექციას დაეთმო. აქ კონკურსენტებს მათ მიერ შერჩეულ ადგილზე ვირტუალური ექსკურსია უნდა დაეგეგმათ, რომლის ისტორიაც მეფე ერეკლეს დაუკავშირდებოდა.
ფინალურ ეტაპზე გადასულ 8 ნაშრომს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 ადგილი - დონარა ანტანოსიან (ნინოწმინდა, ეშტიის N1 საჯარო სკოლა);
2 ადგილი - ქეთი შავაძე; სალომე ჯორბენაძე; ქრისტინა დეკანაძე (ხულო, ქედლების საჯარო სკოლა);
3 ადგილი - მარიამი მჭედლიძე (ლაგოდეხი, ვარდისუბნის საჯარო სკოლა).
ჟიურის შემადგენლობა: ირმა ბარათაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი; ლალი მიქელაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი; ეკა დევიძე, ტურისტული კომპანია „საბას“ დირექტორი, პროფესორი.
7 მარტს დასკვნითი სექცია ესსეისტიკას დაეთმო, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა. სექციაში კონკურსანტებს ესსეების დაწერა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ევალებოდათ როგორიცაა: ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“ და ერეკლე II-ის ცხოვრება და მოღვაწობა; ერეკლე II - დიდი მხედართმთავარი; ერეკლე II და ევროპული განათლება.
ფინალურ ეტაპზე გადასულ 15 ნაშრომს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 ადგილი - თამარ აბდუშელიშვილი (ჭიათურა, N2 საჯარო სკოლა);
2 ადგილი - ლიზი თხილაიშვილი (ქობულეთი, საერო სკოლა „ფარნავაზი“);
3 ადგილი - ლაშა აბულაძე (ქუთაისი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი).
ჟიურის შემადგენლობა: ანა გოგილაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი; გიორგი ფარეშიშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი; მადლენ პაპოშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები და ჟიურის სიმპათიები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან ფასიანი საჩუქრებით და სასწავლო ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ, პროექტის ყველა მონაწილეს კი სერტიფიკატები გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება