სოფელ ოკამში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სივრცე, როგორც ახალი ენო და აგროტურისტული დესტინაცია. მოცემულ საკითხზე საკუთარი ხედვები კსუ-ს პროფესორმა მაია უკლებამ წარმოადგინა.
პროექტს ინოვაციურობას, ახალი ტურისტული სივრცის ჩამოყალიბებისათვის, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულების, მისი მატერიალური, ადამიანური, ფინანსური და მეთოდოლოგიური რესურსების გამოყენების ფაქტი სძენს. როგორც მაია უკლებამ განმარტა, მსგავს გამოცდილებას დესტინაციების მენეჯმენტის პრაქტიკა ჯერ არ იცნობს.
ახალი პროექტის მიზანი აგრო და ენოტურიზმის შემდგომ განვითარებასთან ერთად, სტუდენტთა მეწარმეობისა და მენეჯერული უნარების წახალისებაა.
ინფორმაცია მომზადებულია მულტიმედია ცენტრის მიერ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება