15 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ოდესის ნაციონალური სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა უკრაინაში საომარი მდგომარეობის პირობებში საგანმანათლებლო საქმიანობის შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ოდესის ნაციონალური სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელი იქნება საომარი მდგომარეობის პირობებში, სტუდენტთა სემესტრული მობილობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება