3 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „იუსტიციის აუდიტორიაში“ CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის - ნიკა ცხვარაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა.
სპიკერმა ახალი პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა უფლებებსა და შრომით პირობებს. საუბარი შეეხო სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულთა შესაძლებლობასაც, სრულად ისარგებლონ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებით, რაც გულისხმობს სპორტულ აქტივობებსა თუ სრულფასოვან სასწავლო პროცესში ჩართვას, რის საშუალებასაც იძლევა „ციფრული უნივერსიტეტი“; ისარგებლონ დასაქმების პროგრამებით, რაც ითვალისწინებს მათთვის დამატებითი შემოსავლის ქონას.
შეხვედრას ესწრებოდნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - გიორგი ხატიძე, დეკანის მოადგილე - თამთა წირქვაძე, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება