21 ივლისს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ცენტრის დირექტორმა, თამარა წულეისკირმა და უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ მოაწერეს.
თანამშრომლობა ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით ერთობლივ აქტივობებს, კონფერენციებსა და კვლევებს ითვალისწინებს, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
ასევე, საინფორმაციო ცენტრი აქტიურად შეუწყობს ხელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედი ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის საქმიანობას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება