22 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების კვირეულის“ ფარგლებში საჯარო ლექციები და დებატები გაიმართა.
დღის პირველ ლექციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპასთან ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნინო ლაცაბიძე უძღვებოდა თემაზე: „ევროპული მწვანე შეთანხმება“, შემდეგი ლექცია კი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ნინო ტაბატაძეს დაეთმო თემაზე: „კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება“.
დღე მწვანე ეკონომიკის საკითხებზე კარლ პოპერის ფორმატის დებატებით გაგრძელდა, რომელსაც CIU-ს ინტელექტკლუბის ხელმძღვანელი, ბაკურ ხუბულავა უძღვებოდა.
დებატებში მტკიცებითი და უარმყოფელი გუნდები მონაწილებდნენ შემდეგი შემადგენლობით: თამარ გოგოლაძე, ნუგზარ შარაძე, გიორგი ლომუაშვილი (მტკიცებითი); მაკა ბასილიძე, მეგი ჯომიდავა, ილია ბატიაშვილი (უარმყოფელი).
თამაშში გამარჯვება მტკიცებითმა გუნდმა მოიპოვა, საუკეთესო სპიკერი კი ნუგზარ შარაძე გახდა. დებატების მონაწილეებს სიმბლოლური საჩუქრები გადაეცათ, გამარჯვებული გუნდი კი ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება