კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინსტიტუციურ დონეზე იზიარებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDG) და ხელს უწყობს მის განხორციელებას სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობით. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტი, პარტნიორ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს პროექტებს მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერის მიმართულებით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი იწყებს მწვანე ეკონომიკის ელჩების პროგრამას, რომლის მიზანია, ცნობირების ამაღლება ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებასთან და გარემოზე უარყოფით ზემოქმედების შემცირებასა და ახალგაზრდებში მწვანე უნარ-ჩვევების პოპულარიზებასთან დაკავშირებით.
21 ნოემბერს პროგრამის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების კვირეული“ დაიწყო.
კვირეული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, მარიკა კლდიაშვილმა გახსნა, რომელმაც ყურადღება მწვანე ეკონომიკისა და კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა მნიშვნელობაზე გაამახვილა.
დღის პირველი ლექცია "Eliots-ის" დამფუძნებლისა და დირექტორის, ჟან მარკ სტავრულაკისის ინგლისურენოვან საჯარო ლექციას დაეთმო თემაზე: „მოსავლის ცვლილება: სურსათის ნარჩენების შემცირება და ტრანსფორმაციული ინიციატივები საქართველოში“.
დღის მეორე შეხვედრაზე კი აუდიტორიის წინაშე წარდგა CENN-ს პროექტის მენეჯერი, ვახო ქოჩორაძე სასემინარო თემით: „მწვანე ეკონომიკა - მდგრადი განვითარება".
კვირეულის ღონისძიებებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება