21 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ცნობილი თურქი პროფესორის, მედიცინის დოქტორის, მუტლუ არატის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „უახლესი გამოწვევები და მიღწევები ჰემატოლოგიაში“.
ლექციის ფარგლებში პროფესორმა ისაუბრა ლეიკემიის, ლიმფომისა და სისხლის სხვა პათოლოგიათა შესახებ, მიმოიხილა მათი მკურნალობის გზები და მიღწევები 21-ე საუკუნეში.
ლექციის დაწყებამდე სტუმარსა და დამსწრე აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მაგდა თორთლაძე.
თურქი პროფესორის საჯარო ლექციას მედიცინის ფაკულტეტის ქართული და უცხოენოვანი პროგრამების სტუდენტები, ასევე ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება