7-8 ოქტომბერს მსოფლიო ინსულტის ასოციაციის მე-8 რეგიონალური შეხვედრა გაიმართა.
ღონიძიება, ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის (World Stroke Organization, WSO) ეგიდით, თსუ-ის და საქართველოს ინსულტის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანსაც ინსულტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სამეცნიერო კონცეფციებისა და პრაქტიკული მოსაზრებების გაცვლა წარმოადგენდა.
შეხვედრას ინსულტის დარგში მოღვაწე მსოფლიოს გამოჩენილი მკვლევარები და პრაქტიკოსები დასავლეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადა, ისრაელი, საქართველო და სამეზობელო ქვეყნებიდან ესწრებოდნენ.
ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამისა და მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ზაზა ხაჭიპერაძე და CIU-ს მედიცინის ქართული და ინგლისურენოვანი მიმართულების სტუდენტები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება