5 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) დაარსებიდან 75 წელთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და CIU-ს ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, „ნატოს კვირეულის“ ფარგლებში, სტუდენტური მრგვალი მაგიდა გაიმართა.
შეხვედრაზე CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებმა, დაჩი დანელიამ და რუსუდან ზარიძემ, ნატოსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე პრეზენტაციები წარადგინეს, რასაც აუდიტორიაში აქტიური დისკუსია მოჰყვა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს ორგანიზაციის გაფართოების პოლიტიკასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრას მოდერაცია CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ალიკა გუჩუამ გაუწია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება