29 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის“ ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, ნატოს პოლიტიკასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები წარადგინეს.
აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციებით წარდგნენ: ეკა მამალაძე, მარიამ ხიხაძე, ჯაბა აბუთიძე, ნიკა პირმისაშვილი, ვლადიმერ ფულაძე.
სტუდენტებმა ნაშრომები საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში წარადგინეს.
შეხვედრის დაწყებამდე აუდიტორიას მიესალმა CIU-ს „ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი, პრაქტიკის ხელმძღვანელი, გიორგი ფარეშიშვილი.
ასევე, სტუდენტთა პრაქტიკული ნაშრომები შეაფასა და მათ სამომავლო წარმატება უსურვა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ჭალაგანიძემ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება