კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი შეუერთდა ფულის გლობალურ კვირეულს. კვირეული მსოფლიო მასშტაბით 2012 წლიდან აღინიშნება. ის მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.
2024 წლის ფულის გლობალური კვირეულის თემატიკა ფულის, ფულთან დაკავშირებული საკითხებისა და ფინანსური უსაფრთხოების თემებს შეეხება.
წლევანდელი კვირეულის დევიზია „დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი“ (Protect Your Money, Secure Your Future).
ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი წლევანდელი ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება ღონისძიება სახელწოდებით: "მოიწვიე ფინედუ კლასში".
20 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, დესპანის სტატუსით საერთაშორისო ქართული სკოლის, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლისა და სსიპ თბილისის 192-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილები ჩაატარეს და ასაკის შესაბამისად, განიხილეს ფინანსური განათლების სხვადასხვა თემა. მათ შორის, ფულისა და ქართული ფულის ისტორია, ფინანსური უსაფრთხოება, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობა.
დესპანები CIU-დან: სალი სურამელი, მათე ივანიძე, ქეთა ბერიძე, იოანე წურწუმია, დავით გვექაძე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება