9 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, მერი კეთილაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „რეაბილიტაციის რეჟიმი როგორც ვალაუვალობის წარმოების მონაწილეთა ინტერესების განხორციელების ეფექტური საშუალება“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როინ მიგრიაული, ოფიციალური რეცენზენტები კი - სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო ხარიტონაშვილი და სამართლის დოქტორი, პროფესორი გიორგი ჯუღელი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მერი კეთილაძეს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება