7 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, უფლებადამცველისა და ექსპერტის (კავკასიის საკითხებში) - მექა ხანგოშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: "ქისტი ქალის როლი და ფენომენი ვაინახურ საზოგადოებასა და თანამედროვეობაში".
სპიკერმა მსმენელებს გააცნო ვაინახური კულტურა და ისაუბრა ქისტი ქალის ფუნქციებსა და როლზე. წარსულის მაგალითებით ნათლად გადმოსცა ქალის ფენომენი ვაინახურ საზოგადოებაში. ასევე, ქისტური ფოლკლორის გამორჩეული ნიმუშები წარადგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული პირები.
შეხვედრას მოდერაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა გაუწია.
ცნობისთვის, მექა ხანგოშვილი არის ქართულ-ვაინახური ურთიერთობების, ასევე პანკისის ხეობის კულტურული ისტორიის წარმოჩენისა და განვითარების საკითხების ორგანიზატორი.
განსაკუთრებულია მისი წვლილი პანკისელი ახალგაზრდების სწავლა-განათლებისა და მათი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის საქმეში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება