5 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტის“ თავმჯდომარემ, გიორგი სამუშიამ მოაწერეს.
თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ეკონომიკის, ბიზნესის კვლევებისა და ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კვლევითი პროექტების ერთობლივად დაგეგმვას, პოპულარიზაციასა და ახალი ინიციატივების განხორციელებას. ასევე, საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტში“ CIU-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკასა და დასაქმებას.
აღსანიშნავია, რომ „კომერსანტი“ მისი პლატფორმის საშუალებით უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მიერ მიღებული The Financial Times-ის საგანმანათლებლო ლიცენზიისა და INSIDER-ის კვლევის მხარდამჭერი ლიცენზიის ფარგლებში შექმნილი პროექტების პოპულარიზაციას.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, „კომერსანტის“ თავმჯდომარემ, გიორგი სამუშიამ და CIU-ს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, დაინტერესებულ აბიტურიენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მემორანდუმით გათვალისწინებული ურთიერთანამშრომლობის გეგმები გააცნეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება