19 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „საქართველოს ფინტექ ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი სტუდენტთა აქტიური ჩართულობით ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს მიზნად, ასევე, გათვალისწინებულია ერთობლივი პროექტებისა და კვლევების მხარდაჭერა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და „საქართველოს ფინტექ ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, დავით კიკვიძემ მოაწერეს.
დღის ფარგლებში გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ფინტექ ლაბორატორიის“ პროექტის პრეზენტაცია.
შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა, ღონისძიებას კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი მარიკა კლდიაშვილი უძღვებოდა. დეკანმა, „საქართველოს ფინტექ ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით კიკვიძესთან ერთად, მიმოიხილა საუნივერსიტეტო „ფინტექ ლაბორატორიის“ შექმნის აქტუალობა და მისი ამოცანები.
აუდიტორიის წინაშე ფინანსური ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაციით წარდგა United Payment Georgia-ს ბიზნესის განვითარებისა და ოპერაციების დირექტორი იაკო ჯიქია. ასევე, დარგის შესახებ ისაუბრეს: პაშა/რე-ბანკის დისტანციური ბანკინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინა ალექსიშვილმა, Eurocredit-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ირაკლი წურწუმიამ, კომპანია “All Pay Way-ის“ წარმომადგენელმა მიხეილ დემეტრაშვილმა და CCLA - იურიდიული საკონსულტაციო სააგენტოს პარტნიორმა უჩა ძიმისტარიშვილმა.
შეხვედრას CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება