კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აბიტურიენტებისთვის იწყებს პროექტს - „მედიცინის სკოლა“.
პროექტის მიზანია დარგით დაინტერესებულ აბიტურიენტებს გავაცნოთ მედიცინის ზოგადი და დარგობრივი მიმართულებები / თანამედროვე ტენდენციები (მედიცინა, სტომატოლოგია, ფარმაცია).
პროექტის 6 მასტერკლასს CIU-ს მედიცინის ფაკულტეტისა და პარტნიორი ორგანიზაციების პრაქტიკოსი ექიმები/პროფესორები გაუძღვებიან, რომლებსაც მრავალწლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება აქვთ.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების XI და XII კლასის მოსწავლეებს. პროექტის ბოლოს ყველა მონაწილე დაჯილდოვდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური სერტიფიკატითა და სასწავლო ინვესტიციებით.
ლექციების განრიგი:
თემა: „თანამედროვე ტექნოლოგიების როლი მედიცინაში“
სპიკერი: ლაშა გულბანი, ქირურგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
თემა: „შესავალი მედიცინაში - პროფესია ექიმი“
სპიკერი: გიორგი დუღაშვილი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი
თემა: „გადაუდებელი დახმარება“
სპიკერი: მაკა გაბიძაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის კოორდინატორი
თემა: „ფარმაციის როლი მედიცინაში და დასაქმების პერსპექტივები“
სპიკერი: თამთა ჯანჯღავა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
თემა: „დასაქმების შესაძლებლობები ჰოსპიტალურ სექტორში“
სპიკერები:
თეონა ეძგვერაძე, „ევექსის ჰოსპიტლების“ კულტურისა და ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი, ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის გუნდის წევრი
რუსუდან შანიძე, „ევექსის ჰოსპიტლების“ კულტურისა და ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი, ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის გუნდის წევრი
თემა: „პერსპექტივები მედიცინის სფეროში“
სპიკერი: მაგდა თორთლაძე, მედიცინის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი
მასტერკლასები ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.
პროექტში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3sAAeqj
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება