24 ნოემბერს საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციისა (GETA) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ერთობლივი პროექტის ფარგლებში არსებული “მეღვინეობის მოკლე კურსი” დასრულდა.
დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის განკუთვნილი „მეღვინეობის მოკლე კურსი“, მიზნად ისახავდა მეღვინესათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიწოდებას თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით.
ტრენინგის ფარგლებში სულ 8 შეხვედრა გაიმართა.
კურსს უძღვებოდა ტრენერი: საბა ქიტიაშვილი, შპს „ეთნო ოკამი“ - მთავარი მეღვინე; ღვინის ეროვნული სააგენტო - სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია „შუმი“ - სომელიე; შპს „სფრინგ ფილდს“ - დამფუძნებელი / მთავარი მეღვინე.
კურსის ფარგლებში შეხვედრები ტარდებოდა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადეგუსტაციო სივრცეში, მარან „კოლხში“ და შუმის ღვინის ბარში.
შუმის ღვინის ბარში, კურსდამთავრებულებს საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციისა (GETA) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატები გადეცათ.
კურსის შემდეგ ნაკადში დარეგისტრირებისთვის მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ulll@ciu.edu.ge.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება