მე-5 კლინიკური საავადმყოფო / კლინიკა „ღია გული საშუალებას გაძლევთ, სწავლის პერიოდში დასაქმდეთ მედდის/მედძმის თანამდებობაზე და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმდებით გარკვეული მიმართულების, როგორც უმცროსი ექიმის, ასევე შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ექიმის პოზიციაზე.
მე-5 კლინიკური საავადმყოფო / „ღია გული“ მრავალპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც წამყვანი და მაღალკვალიფიციური ექიმებით არის დაკომპლექტებული.
შანსი გეძლევათ, უშუალოდ ჩაერთოთ, დააკვირდეთ და მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო სამედიცინო შემთხვევებში. დაეუფლოთ მომავალ პროფესიას, პროფესიონალების გვერდით!
შეთავაზება ითვალისწინებს მე-7 და ზედა სემესტრის სტუდენტების დასაქმებას.
დაინტერესებულმა პირებმა 18-დან 27 სექტემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინოთ CV, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარჩვევების ცენტრში, კლინიკური სწავლების კოორდინატორ ლაშა დოლიძესთან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება