ქალაქ ბათუმში ჩატარდა ,,საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის" მიერ ორგანიზებული რიგით მე-19 საერთაშორისო კონგრესი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
კონგრესი მოიცავდა საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარებას, კლინიკური შემთხვევების განხილვასა და თანამედროვე მიდგომების შემეცნებას.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამის კოორდინატორები და სტომატოლოგიის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი, დიანა გოჩიტიძე, აქტიურად დაესწრნენ სესიებსა და გაეცნენ თანამედროვე სტომატოლოგიაში არსებულ სიახლეებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ,,საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას" და გამოთქვამს მზადყოფნას სამომავლო ურთიერთთანამშრომლობისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება