29 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მენეჯმენტის, ფინანსებისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის, ასოცირებული პროფესორის, მანანა მჭედლიშვილის სალექციო კურსის -„მმართველობითი აღრიცხვა“ - ფარგლებში საჯარო ლექციები გაიმართა.
ლექციას თემაზე - „ბუღალტრის როლი ბიზნესში და დასაქმების პერსპექტივები ფინანსურ სექტორში“ - „რაციოს“ ფინანსური აკადემიის ტრენერი, „ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კორპორაციის“ საბუღალტრო განყოფილების უფროსი, ნატო ჩიტაური უძღვებოდა, თემაზე - „ფინანსური ანგარიშგების მომზადების აუცილებლობა და საბუღალტრო პროგრამის მნიშვნელობა კომპანიებში“ - კი ლექციას „რაციოს“ ფინანსური აკადემიის ტრენერი, ფრილანსერი, ფინანსური მენეჯერი და მთავარი ბურალტერი, მარიამ ხიზანიშვილი გაუძღვა.
სპიკერებმა ისაუბრეს თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, კომპანიებში ბუღალტერიის საჭიროებებზე, ფინანსური ანგარიშგების მომზადების აუცილებლობაზე, საბუღალტრო პროგრამების მნიშვნელობასა და დასაქმების შესაძლებლობებზე საქართველოში, ასევე ბუღალტრის პროფესიაში არსებულ პერსპექტივებზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება