15-16 მაისს, Erasmus+ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ბალტიის საერთაშორისო აკადემიის (რიგა, ლატვია) ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები ჟანა ჩერნოშტანი და ინესე მავლუტოვა ესტუმრნენ.
ლატვიელ სტუმრებს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა უმასპინძლა.
ჟანა ჩერნოშტანმა და ინესე მავლუტოვამ სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩაატარეს ვორქშოპი თემაზე: „საერთაშორისო ფინანსები და ეკონომიკა”.
ვორქშოპის დაწყებამდე სტუმარსა და აუდიტორიას მიესალმნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი და ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი თეა კასრაძე.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა CIU-ს სასწავლო ინფრასტრუქტურა მოინახულეს.
ტრენინგის დასასრულს, სტუმრებმა მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება