კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის ინიციატივითა და უნივერსიტეტის თანადაფინანსებით, კსუ-ს 14-მა პედაგოგმა, საერთაშორისო ბრიტანულ ცენტრში - Education and Training International (ETI), ტრენინგი - Pre-CELTA გაიარა.
აღნიშნული ტრენინგი კსუ-ს ინგლისური ენის პედაგოგებს 20 იანვარს ჩაუტარდათ. ენების ცენტრის უფროსის - მაია ხელაიას თქმით, ტრენინგი უცხოელი სტუდენტებისათვის სწავლების თანამედროვე მეთოდების ათვისებასა და მათ პრაქტიკული გამოყენების საკითხებს შეეხებოდა.
კსუ-ს პედაგოგებს, აღნიშნული ტრენინგის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატებს, საერთაშორისო ბრიტანული ცენტრი - Education and Training International (ETI), უახლოეს დღეებში გადასცემს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება