პოლონეთის რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში „რუსეთისა და ცენტრალური-აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის კვლევები“ დაიბეჭდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის მკვლევრების ალექსადრე რუსეცკისა და ოლგა დოროჰინას სტატია - „სამგლოვიარო მონუმენტები: ინსტრუმენტი კონფლიქტების გადაჭრისა და მშვიდობის მშენებლობაში პოსტსაბჭოთა საქართველოს მაგალითზე“.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი სამეცნიერო ნაშრომი, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ომის შედეგად შექმნილი მონუმენტების ნეგატიურ ფსიქოლოგიურ ზეგავლენაზე. განხილულია ასევე ახალი თაობის პოსტკონფლიქტური მონუმენტალისტიკის საკითხი, რომელიც ითვალისწინებს არქიტექტორებისა და სკულპტორების ინტეგრაციას სამშვიდობო პროცესებში.
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2021 წლის თებერვალისთვის კი მზადდება აღნიშნული ნაშრომის პრეზენტაცია ტელესიმპოზიუმის ფორმატში.
ნაშრომის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: apcz.umk.pl
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება