23 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს, შემდეგ კი მათთვის კსუ-ს კლინიკური სწავლების კოორდინატორის, ლაშა დოლიძის მასტერკლასი - „ბაზისური პირველი დახმარება“ ჩატარდა.
მასტერკლასზე თეორიულ საკითხებთან ერთად, პირველი დახმარების პრაქტიკული კომპონენტებიც განიხილეს, რომელიც მულაჟებისა და მოხალისე მოსწავლის დახმარებით განხორციელდა.
მასტერკლასის დასრულების შემდეგ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებით ტურებსა და მასტერკლასებს პერმანენტულად ატარებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება