5 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, თბილისის 212-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, დერმატო-ვენეროლოგის, ლალი მეკოკიშვილის მასტერკლასი - „მზე - ნათელი და ბნელი მხარეები“ - გაიმართა.
მომხსენებელი სკოლის მოსწავლეებს კანის დაავადების სახეებსა, მზის სხივების დადებით და უარყოფით ზემოქმედებაზე ესაუბრა, ასევე გააცნო კანის კიბოს პრევენციის საშუალებები, კანის ტიპები, კანის კიბოს ნიშნების ამოცნობა და მზისგან დაცვის ღონისძიებები. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს მასტერკლასის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიების დაწყებამდე მოსწავლეებმა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტები, შემეცნებითი ტურები, ლექციები და მასტერკლასები პერმანენტულად იმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება