- მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 100 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 100 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 100 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 2 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV სემესტრებში. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 30 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
- საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 6 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
- სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 100 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 25 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
- საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 80 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 33 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 6 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - VI წელს;
- სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 50 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - V წელს;
- ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I წელს.
მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი.
მობილობის პროცესში ჩართვა შესაძლებელია - შპს - საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ უნიჯეოს, შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და შპს - ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. აგრეთვე, იმ პირებისთვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომლებიც სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავენ შპს - საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ უნიჯეოს, შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და შპს - ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტს. აგრეთვე, იმ მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებმაც 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულელების მიერ განსაზღვრული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, შპს - ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტსა და შპს - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში. აგრეთვე, მობილობის მსურველთათვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობაში და მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, შპს - ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტსა და შპს - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, მათ შორის, იმ პირებისთვის, რომელთა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია თორმეტთვიანი ვადა.
რიგგარეშე მობილობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ გამარტივებული წესით გაიარონ რეგისტრაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მისამართი: ჩარგლის ქ. #73, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატი) 15 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
შენიშვნა 1: * ნიშნით აღნიშნული საბუთი მოითხოვება მხოლოდ მობილობით გადმომსვლელი სტუდენტისათვის და არა გადმომსვლელი აბიტურიენტებისათვის.
შენიშვნა 2: უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს რიგგარეშე მობილობით გადმოსულ სტუდენტთა ჩართვას მიმდინარე სემესტრში, რადგან 22 დეკემბერს მთავრდება სასწავლო პროცესი. გადმოსვლის შემთხვევაში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ზამთრის პერიოდში ინტენსიური წესით გაიარონ პროგრამით გათვალისწინებული მნიშნელოვანი სასწავლო კურს(ებ)ის და გაზაფხულის სემესტრიდან ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში.
რიგგარეშე მობილობა ხორციელდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 8 ნოემბრის ბრძანება #1008/ი-ის საფუძველზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება