კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სასტუმროს მართვის კომპიუტერულ პროგრამაზე OPERA (PMS)
კურსის ღირებულება - 500 ლარი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებზე ვრცელდება 25% -იანი ფასდაკლება - 375 ლარი
რეგისტრაციის ვადები: 25.02.2019- 29.03.2019
სასტუმროს ინდუსტრიაში მართვის სისტემა „ოპერა“ ცნობილია, როგორც OPERA (PMS), რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს კომპლექსურ პროგრამულ უზრუნველყოფას; ის ძირითადად გამოიყენება იმისათვის, რომ მოხდეს სასტუმროს მიღება-განთავსების, გაყიდვების, დაგეგმვისა და სხვა სერვისების კოორდინაცია. პროგრამა „ოპერა“ ახდენს სასტუმროს ისეთი ფუნქციების ავტომატიზირებას, როგორიცაა: სტუმრების შეკვეთების მიღება, სტუმართა მონაცემების მართვა, სასტუმროს ონლაინ დაჯავშნა, გაყიდვების ობიექტების კონტროლი, სატელეფონო მომსახურება, სტუმართა დებიტორული დავალიანების მართვა, გაყიდვები და მარკეტინგი, წვეულებები, კერძებისა და სასმელების ფასები, რესურსების მართვა, პერსონალისა და სახელფასო ფონდის მართვა; ტექნიკური მომსახურების კონტროლი, ხარისხის კონტროლი და სხვა. სასტუმროს მართვის სისტემას ურთიერთკავშირი შეუძლია შემოსავლებისა და ცენტრალური რეზერვაციის სისტემასთან, ამ ხარჯების მართვის სისტემასთან, ასევე ფრონტ ოფისთან, ბექ ოფისთან, გაყიდვების ობიექტებთან, დასუფთავების სამსახურთან და სხვა განყოფილებებთან.
კურსი განხორციელდება ინგლისურ და ქართულ ენებზე.
პროგრამა ოპერის თემატიკა:
კურსი შეიცავს ასევე თეორიულ სწავლებას.
თეორიული კურსის აღწერა:
კურსი, ასევე, მოიცავს ვიზიტებს, დედაქალაქის სხვადასხვა ევროპულ ბრენდულ სასტუმროებში და სემინარებს სახელწოდებით „სასტუმრო პრაქტიკაში“.
1. „მარიოტის“ ქსელი-სასტუმროები: („მარიოტ-თბილისი“, „ქორთიარდი“, „მოქსი“);
2. „აჭარა ჯქუფის“ ქსელი: სასტუმროები („ჰოლიდაი ინი“, „რუმსი“, „სტამბა“, „ფაბრიკა“);
3. ფრანგული ბრენდი „აკორის“ სასტუმროები: „მერკური“, „იბის“;
4 სასტუმრო „ბილტმორი“.
სერთიფიკატი: საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურსა და ქართულ ენაზე).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება