განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის
შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი
სწავლის სფერო - ფინანსები
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
სწავლის სფერო - სამართალი
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
სწავლის სფერო - საერთაშორისო სამართალი
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა
სწავლის სფერო - მედიცინა
საბაზისო მედიცინა
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია (პათოლოგია)
მომსახურებები
სწავლის სფერო ტურიზმი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია
სწავლის სფერო - ინგლისური ფილოლოგია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
კონკურსი ცხადდება 2019 წლის 31 ივლისიდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2019 წლის 2 სექტემბრიდან 2019 წლის 5
სექტემბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი
დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე);
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების / ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
8. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
9. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად:
დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც არის შესაბამისი დარგის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი და აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი პირი კონკურსის ჩატარების დღისთვის არ უნდა იყოს აფილირებული სხვა უნივერსიტეტში.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2019 წლის 6 სექტემბერს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2019 წლის 7 სექტემბერს;
შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 7 სექტემბერს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701
ტელ.: 261-12-98; 2 30-86-41; 210-52-03 (შიდა 101)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება