27 მაისს, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის, პოლონელი მეცნიერის, ომის კვლევების უნივერსიტეტის პროფესორის, მარჟენა ზაკოვსკას ლექციათა კურსი - „ეროვნული უსაფრთხოება და თანამედროვე ომის თეორია 21-ე საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობებში: მიდგომები და გამოწვევები“ - დაიწყო.
ლექციათა კურსი ისეთ მნიშვნელოვან თემებს მოიცავს, როგორიცაა: 21-ე საუკუნის შეიარაღებული კონფლიქტების/ომების გლობალური მიმართულებები; ომის ტრანსფორმაცია: ძველი ომი, ახალი ომი, ჰიბრიდული ომი; რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი; ჰიბრიდული ომი უკრაინაში; რუსეთის გავლენა ბალკანეთში - ახალი ჰიბრიდული ომი?.
მარჟენა ზაკოვსკას ლექციათა კურსი 1 ივნისამდე გაგრძელდება, კურსის დასასრულს კი სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება