21 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი მარიკა კლდიაშვილი და ფაკულტეტის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი ნანა გადელია, „კრედო ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„კრედო ბანკის“ მხრიდან შეხვედრას ტალანტების მოზიდვისა და დაგეგმარების განყოფილების უფროსი ეკატერინე ჭელიძე, ტალანტების მოზიდვისა და დაგეგმარების რეგიონალური ოფიცერი ეთუნა ქობალია და თბილისის რეგიონალური მენეჯერი ზვიად შონია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
განიხილეს „კრედო ბანკის“ მიერ CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტთა წახალისების შესაძლებლობები. ასევე აღინიშნა, რომ ბანკი ერთვება ფაკულტეტის მიერ დაგეგმილი „ფინანსების კვირეულის“ განხორციელებაში, უახლოეს პერიოდში კი მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც იგეგმება.
შეხვედრის დასასრულს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა მარიკა კლდიაშვილმა სტუმრებს საუნივერსიტეტო სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება