15 -18 ივნისს კოპენჰაგენში (დანია) საერთაშორისო კონგრესი “EuroPerio10” გაიმართა, სადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის დაფინასებითა და მხარდაჭერით CIU-ს ორი პროფესორი: მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, თერაპევტი-პაროდონტოლოგი, ლელა წიტაიშვილი და მოწვეული ლექტორი, ქირურგი-იმპლანტოლოგი, ორთოპედ-პაროდონტოლოგი, თამარ ჯიქია წარდგნენ.
“EuroPerio“ სამ წელიწადში ერთხელ მასპინძლობს ათასობით სტომატოლოგს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ 48 ქართველ დელეგატთა შორის კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტი წარდგა ერთადერთი, სამეცნიერო კვლევით: „ Predictors of periodontal diseases in the student population of CIU: a study of risk factors and oral health optimization“ , („პაროდონტის დაავადებათა პრედიქტორები, CIU-ს სტუდენტურ პოპულაციაში, რისკ ფაქტორების კვლევა და პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნების ოპტიმიზაცია“).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება